ქვეყნების გაერთიანების, დაშლის ან სახელის შეცვლის გამო დღეისათვის უამრავი ქვეყნის სახელწოდება დაიკარგა. ქვემოთ მოცემულ სიაში ამომწურავად არაა ეს ქვეყნები ჩამოთვლილი, მაგრამ თითქმის ყველა ცნობილი "დაკარგული" ქვეყანაა ნახსენები.
- აბისინია - ეთიოპიის ძველი სახელწოდება, რომელიც XX საუკუნეში შეიცვალა
- ავსტრო-უნგრეთი - მონარქია (ასევე მოიხსენიებენ როგორც ავსტრო-უნგრეთის იმპერიას), შეიქმნა 1867 წელს. ავსტიისა და უნგრეთის გარდა მოიცავდა ასევე ჩეხეთს, პოლონეთს, იტალიას, რუმინეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულს. იმპერია დაიშალა I მსოფლიო ომის შემდეგ.
- ბასუტოლენდი - ლესოტოს სახელწოდება 1966 წლამდე.
- ბენგალი - დამოუკიდებელი სამეფო 1338-1539 წლებში. დღეს ბანგლადეშისა და ინდოეთის ნაწილს წარმოადგენს.
- ბირმა - ბირმას ოფიციალურად შეეცვალა სახელი 1989 წელს და ეწოდა მიანმა, მაგრამ ბევრი ქვეყანა დღესაც არ აღიარებს ახალ სახელს (მათ შორის აშშ).
- კატალონია - ესპანეთის ეს ავტონომიური რეგიონი დამოუკიდებელი იყო 1932-34 და 1936-39 წლებში ფრანკოს მართველობის დროს.
- ცეილონი - 1972 წლიდან შრი-ლანკა ეწოდება.
- ჩამპა - მდებარეობდა სამხრეთ და ცენტრალურ ვიეტნამში VII საუკუნიდან 1832 წლამდე.
- კორსიკა - ხმელთაშუაზღვის ეს კუნძული ისტორიის მანძილზე იმართებოდა სხვადასხვა ერების მიერ, მაგრამ თუმცა ქონდა დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდებიც. დღეს კორსიკა საფრანგეთის შემადგენლობაშია.
- ჩეხოსლოვაკია - ეს ქვეყანა მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად 1993 წელს.
- აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია - გაერთიანდა 1989 წელს.
- აღმოსავლეთ პაკისტანი - პაკისტანის ეს პროვინცია 1947-71 წლებში გახდა ბანგლადეში.
- დიდი კოლუმბია (Gran Columbia) - სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელიც მოიცავდა დღევანდელ კოლუმბიას, პანამას, ვენესუელას და ეკვადორს 1819-1830 წლებში. დიდმა კოლუმბიამ შეწყვიტა არსებობა,როდესაც მას ვენესუელა და ეკვადორი გამოეყო.
- ჰავაი - მიუხედავათ იმისა, რომ ჰავაი საუკუნეების მანძილზე სამეფოს წარმოადგენდა მისი აღიარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1840 წლამდე არ მომხდარა. 1898 წელს ჰავაი აშშ-მ შეიერთა.
- ახალი გრენადა - ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანა იყო დიდი კოლუმბიის ნაწილი 1819-30 წლებში და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1830-58 წლებში. 1858 წლიდან ეს ქვეყანა ცნობილი გახდა როგორც გრენადინის კონფედერაცია, შემდეგში ახალი გრენადის გაერთიანებული შტატები 1861 წელს(სახელმწიფოები?), კოლუმბიის გაერთიანებული შტატები 1863 წელს და საბოლოოდ გახდა კოლუმბიის რესპუბლიკა 1886 წელს.
- ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი - 1967 წელს იემენი გაიყო ჩრდილოეთ (იემენის არაბთა რესპუბლიკა) და სამხრეთ (იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) იემენად. თუმცა 1990 წელს ორი იემენი კვლავ გაერთიანდა.
- ოსმალეთის იმპერია - მან არსებობა დაიწყო დაახლოებით 1300 წლისათვის და მოიცავდა თანამედროვე რუსეთის ნაწილს, თურქეთს, უნგრეთს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ჩრდ.აფრიკასა და ახლო-აღმოსავლეთს. ოსმალეთის იმპერიამ ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა 1923 წელს, მას შემდეგ, რაცთურქეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმერიის დარჩენილი ნაწილისგან.
- როდეზია - ეწოდებოდა ზიმბაბვეს 1980 წლამდე (სახელწოდება დაკავშირებულია ბრიტანელ დიპლომატ სესილ როდეზისთან).
- სიამი - 1939 წლიდან ეწოდება ტაილანდი.
- სიკიმი - დღეს ჩრდილოეთ ინდოეთის ნაწილს წარმოადგენს. ის დამოუკიდებელი სამეფო იყო XVII საუკინიდან 1935 წლამდე.
- სამხრეთ ვიეტნამი - დღეისათვის ერთიანი ვიეტნამის ნაწილი.დამოუკიდებელი სამხრეთ ვიეტნამი არსებობდა 1954-76 წლებში როგორც ვიეტნამის ანტი-კომუნისტური ნაწილი.
- სამხრეთ-დასავლეთ აფრიკა - დამოუკიდებლობის შემდეგ გახდა ნამიბია 1990 წელს.
- ტანგანიკა და ზანზიბარი - ამ ორი ქვეყნის გაერთიანებით 1964 წელს შეიქმნა ტანზანია.
- ტეხასი - ტეხასის რესპუბლიკამ 1836 წელს მოიპოვა მექსიკისგან დამოუკიდებლობა და არსებობდა სანამ აშშ-მ არ შეიერთა 1845 წელს.
- ტიბეტი - სამეფო დაარსდა VII საუკუნეში. 1950 წელს ტიბეტი დაიპყრო ჩინეთმა და დღემდე ცნობილია, როგორც ჩინეთის ჩიჟანგის ავტონომიური რეგიონი.
- ტრანსიორდანია - 1946 წელს გახდა იორდანიის სამეფო 1946 წელს.
- საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) - 1991 წელს დაიშალა 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი, უკრაინა, მოლდავეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და რუსეთი.
- არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა - 1958-61 წლებში ორმა არამეზობელმა სახელმწიფო სირიამ და ეგვიპტემ შექმნეს ერთიანი რესპუბლიკა.1961 წელს სირია გამოვიდა გაერთიანებიდან, თუმცა ეგვიპტემ შეინარჩუნა სახელწოდება მომდევნო დეკადის მანძილზე.
- ურიანხაის რესპუბლიკა - სამხრეთ და ცენტრალური რუსეთი, 1912-14 წლებში იყო დამოუკიდებელი.
- დასავლეთ სამოა - 1998 წლიდან ეწოდება სამოა.
- ზაირი - 1997 წლიდან ეწოდება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.