ქვეყნები რამოდენიმე დედაქალაქით
|
თელ-ავივი (ისრაელი) |
მსოფლიოში 12 ქვეყანაა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით ერთზე მეტი დედაქალაქი გააჩნიათ. ამის მიზეზი ძირითადად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების განაწილებაა ორ ან მეტ ქალაქზე. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება:
- ბენინი - ოფიციალური დედაქალაქია პორტო-ნოვო, თუმცა მთავრობა იმყოფება კოტონუში, რომელიც ითვლება ქვეყნის ფინანსურ დედაქალაქად. კოტონუ ბენინის უდიდესი ქალაქია.
- ბოლივია - აღმასრულებელი ხელისუფლება იმყოფება ლა-პასში, ხოლო საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება - სუკრეში.
- კოტ-დ'იუარი - 1983 წელს პრეზიდენტმა ფელიქს უფუე-ბუანიმ დედაქალაქი აბიჯანიდან თავის მშობლიურ ქალაქ იამასუკროში გადაიტანა. იამასუკრო ოფიციალური დედაქალაქი გახდა, თუმცა სამთავრობო უწყებები და საელჩოები აბიჯანში დარჩა.
- ისრაელი - 1950 წელს ისრაელმა დედაქალაქად იერუსალიმი გამოაცხადა, თუმცა ყველა ქვეყნის (მათ შორის აშშ-ს) საელჩო განთავსებულია თელ-ავივში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი იყო 1948-50 წლებში.
- მალაიზია - ოფიციალურ დედაქალაქ კუალა ლუმპურიდან მალაიზიამ ადმინისტრაციული უწყებები გადაიტანა პუტრაჯაიაში. ის მდებარეობს კუალა ლუმპურის სამხრეთით 25 კმ-ში და წარმოადგენს მის სუბურბანულ ზონას. პუტრაჯაია არის მალაიზიის მაღალი ტექნოლოგიების კომპლექსი.
- მიანმა - 2005 წლის 6 ნოემბერს მთავრობამ გამოსცა ბრძანება დედაქალაქის რანგონიდან ნაიპიტაუში (მდებარეობს რანგონიდან 200 მილით ჩრდილოეთში) დაუყოვნებლივ გადატანასთან დაკავშირებით. ცვლილების დრო დაკავშირებული იყო ასტროლოგიურ რეკომედაციებთან:) დღეისათვის ორივე ეს ქალაქი დედაქალაქის სტატუსს ატარებს.
- ნიდერლანდები - ოფიციალური დედაქალაქი ამსტერდამია (დე-იურე), თუმცა მთავრობისა და მონარქიის რეზიდენცია ჰააგაშია (დე-ფაქტო).
- ნიგერია - 1991 წლის 2 დეკემბერს დედაქალაქი ოფიციალურად გადაიტანეს ლაგოსიდან აბუჯაში, თუმცა ზოგიერთი სამთავრობო უწყება რჩება ლაგოსში.
- სამხრეთ აფრიკა - გამორჩეულია სამი დედაქალაქით. პრეტორია არის ადმინისტრაციული დედაქალაქი, კეიპტაუნი - საკანონმდებლო, ბლუმფონტეინი (დან."ყვავილების ფანტანი") - სასამართლო.
- შრი-ლანკა - ოფიციალური დედაქალაქია კოლომბო, თუმცა ადმინისტრაციულ დედაქალაქად გამოცხადებულია კოლომბოს სუბურბანულ ზონაში მდებარე ქალაქი შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე, ასევე ცნობილი როგორც კოტე:)
- სვაზილენდი - მბაბანე ითვლება ადმინისტრაციულ დედაქალაქად, ხოლო ლობამბა - სამეფო და საკანონმდებლო დედაქალად.
- ტანზანია - ოფიციალურ დედაქალაქად დოდომაა გამოცხადებული, თუმცა დე-ფაქტო დედაქალაქად დარ-ეს-სალაამი რჩება.