ინფორმაციული საზოგადოება ემყარება ,,ინფორმაციონალიზმს“, რომელიც
მანუელ
კასტელსის
აზრით,
წარმოადგენს
განვითარების
წესს,
რომლის
დროსაც
ნაყოფიერების
(მწარმოებლურობის)
ძირითადი
წყარო
ცოდნისა
და
ინფორმაციის
საფუძველზე
წარმოების
ფაქტორთა
გაერთიანებისა
და
გამოყენების
ოპტიმიზაციის
უნარი
ხდება.
ინფორმაციული საზოგადოების არსებას ყველაზე
უკეთ
ინფორმაციული
ტექნოლოგიის
პარადიგმა
გამოთქვამს,
რომელსაც
ხუთი
ძირითადი
ნიშანი
ახასიათებს:
პირველი, ეს არის ტექნოლოგიები,
რომლებიც
ინფორმაციაზე
ზემოქმედებენ.
(ცოდნით
ცოდნის
მოპოვება)
მეორე, რამდენადაც
ინფორმაცია
წარმოადგენს
მთელი
ადამიანური
საქმიანობის
შემადგენელ
ნაწილს,
ამდენად
ეს
ტექნოლოგიები
ყველა
სფეროში
გავლენით
სარგებლობენ.
მესამე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამომყენებელი ყველა
სისტემა,
განსაზღრულია
,,ქსელური
ლოგიკით,
რომელიც
მათ
საშუალებას
აძლევს
ზემოქმედება
მოახდინონ,
მრავალ
ორგანიზაციასა
და
პროცესზე.
მეოთხე, ახალი
ტექნოლოგიები
ძალიან
მოქნილია,
რაც
მათ
საშუალებას
აძლევს
მუდმივად
შეიცვალონ
და
ადაპტირდნენ.
მეხუთე, ცალკეულ
ინფორმაციასთან
დაკავშირებული
ინფორმაციები,
განსაკუთრებით,
ინტეგრირებულ
სისტემებად
ერთიანდებიან.
კასტელსისთვის საკვვანძო მნიშვნელობის ტერმინი ,,ინფორმაციონალიზმი“
ნიშნავს
ცოდნით
ცოდნაზე
ზემოქმედებას,
როგორც
ნაყოფიერების
(მწარმოებლურობის)
ძირითად
წყაროს“.
ინფორმაციული
საზოგადოება,
იგივე
ინფორმაციული
კაპიტალიზმია,
რამდენადაც
მასში
კვლავაც
მძლავრობს
ეკონომიკური
ურთიერთობების
ჩვეული
ფორმები
(მოგებისადმი
სწრაფვა,
კერძო
საკუთრება,
საბაზრო
ეკონომიკის
პრინციპები
და
ა.შ. მაგრამ
ინფორმაციული
კაპიტალიზმი
– კაპიტალიზმის
განსაკუთრებით
უმოწყალო
და
ულმობელი,
მტაცებლური
ბუნების
მქონე ფორმაა, რამდენადაც იგი ქსელური კავშირების წყალობით თავის თავში გლობალურ არსებობასთან (რაც წინამორბედ
კაპიტალისტურ
ეპოქაში
არ
შეიმჩნეოდა)
ერთად
არნახულ
მოქნილობას
(ფლექსიბილურობას)
აერთიანებს.
ინფორმაციულ ეპოქაში გადასვლის მთავარი ნიშანი ხდება ქსელი, რომელიც თავის მხრივ ერთმანეთს შორის ადამიანებს, ინსტიტუტებს და სახელმწიფოს აკავშირებს. იგი მზარდ გლობალურ საქმიანობასა და გამწვავებულ
სოციალურ
დაყოფას
შორის
განხეთქილების
გაღრმავებას
იწვევს;
ანუ
ინფორმაციული
ეპოქის
დამახასიათებელი
წესების
საფუძველზე
გლობალიზაცია
ადამიანთა
შორის
ერთის
მხრივ
ინტეგრაციას
აძლიერებს,
ხოლო
მეორეს
მხრივ
ფრაგმენტაციას
და
დეზინტეგრაციას
უწყობს
ხელს.
ინფორმაციული ეპოქის დასაწყისი
XX – ის 70 – იან წლებში ხდება. იგი ემთხვევა კაპიტალისტური კრიზისის პერიოდს, რომელმაც იმის დასასრული გვამცნო, რაც ომის შემდგომ მოწყობად იყო მიღებული: სრული დასამქება, მზარდი ცხოვრებისეული სტანდარტები, სოციალური
უზრუნველყოფის
სახელმწიფო
სისტემები
და
ა.შ.
კრიზისმა კაპიტალისტური მეწარმეობის რესტრუქტურიზაცია დააჩქარა, რეცესიებითა
და
მზარდი
კონკურენციით
შებოჭილი
კორპორაციები
მოგების
ახალ
წყაროებს
ეძებდნენ.
მოხდა
ისე,
რომ
ეს
რესტრუქტურიზაცია
განვითარების
ინფორმაციული
წესის
წარმოშობას
დაემთხვა,
ანუ
მოვლენას,
რომელიც
ინფორმაციის
ზრდასთან
და
კომუნიკაციურ
ტექნოლოგიებთან
მჭიდროდ
არის
დაკავშირებული
კაპიტალიზმის ახალი ფორმა ინფორმაციული კაპიტალიზმი 1970 – იანი წლებიდან
დაწყებული
ინფორმაციულ
ქსელებს
იყენებს
საქმეების
წარმოებისთვის
როგორც
უშუალოდ
წარმოებაში,
ისე
მარკეტინგისთვის
მთელ
მსოფლიოში.
ყველაფერი
ეს
მჭიდროდაა
დაკავშირებული
გლობალიზაციასთან,
ვინადიან
ამ
ქსელურ
საზოგადოებაში
კაპიტალისტური
საქმიანი
აქტივობა
მიმდინარეობს
რეალურ
დროში
სივრცული
შეზღუდვების
გარეშე,
რაც
წარმოუდგენელია
განვითარებული
ინფორმაციულ
– კომუნიკაციური
ტექნოლოგიების
გარეშე.
კასტელსს ინფორმაციული ტექნოლოგიების ცხოვრებაში დამკვიდრების
ღრმა კულტურული და სოციალური შედეგები აინტერესებს.იგი პატივს მარშალ მაკლუჰანს მიაგებს, რომელმაც XX – ის 60 – იან წლებში
განჭვრიტა,
რომ
ტელევიზიას
ბეჭდური
(დაზგური)
კულტურის
(,,გუტენბერგის
გალაქტიკის”)
განადგურებასთან
და
წინამორბედი კულტურული ფორმების დათრგუნვასთან მივყავართ.
კასტელსის მიერ მოყვანილი არგუმენტები დაიყვანება შემდეგზე:
1.როგორც ტელევიზია პოლიტიკაში მთავარ როლს თამაშობს, არა კონკრეტული შინაარსის გამო, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს ეწეოდე პოლიტიკას თუ ტელევიზიასთან მისადგომი არა გაქვს,
ასევეა
2. ქსელთა როლიც – არა მათ შინაარსში უნდა ვეძიოთ, არამედ ქსელების ხელმისაწვდომობის ფაქტში, ე.ი. რამდენად შეგწევთ უნარი ჩაერთოთ ქსელში. თუ თქვენ არა ხართ ქსელში, მაშინ არ შეგიძლიათ ქსელური საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი
მონაწილეობა
მიიღოთ.
როგორც ტელევიზიამ ბოლო მოუღო (შეავიწროვა) ბეჭდური მედია (“გუტენბერგის გალაქტიკა”),ისე კომპიუტერული ქსელი, თავის
მხრივ,
ბოლოს
მოუღებს
კომუნიკაციის
ისეთ
მასობრივ
საშუალებას,
როგორიც
ტელევიზიაა
(ცენტრალიზებული
წარმოება
და
მაუწყებლობა
ჰომოგენური
აუდიტორიისათვის),
რამდენადაც
ისინი
ახდენენ
კომუნიკაციების
ინდივიდუალიზაციას
და
მას
ინტერაქტიულს
ხდიან.
ამიტომ
კულტურისათვის
ყველაზე
მნიშვნელოვანი
ხდება
ქსელის
მისადგომობა
– მისაწვდომობის
საკითხი,
ვინაიდან
მხოლოდ
იგი
გვაძლევს
ვისთანაც
გვინდა
და
როდესაც
გვინდა
კომუნიკაციისა
და
ინტერაქტიული
ურთიერთობის
შესაძლებლობას.
კასტელსს აღელვებს ინტერნეტის გავრცელების წინამორბედი ტექნოლოგიური განვითარების ის ასპექტი,რომელიც
საზოგადოების
ფრაგმენტაციის
ზოგად
ტენდენციას
გამოხატავს.
მაგალითად,
საკაბელო
და
თანამგზავრულ
ტელევიზიას
მიზნობრივი
აუდიტორია
ჰყავს
და
ამიტომ
თითოეული
მათგანი
იღებს
წინასწარ
შერჩეულ
ინფორმაციას,
აცალკევებს
რა
მაყურებლებს,
ვთქვათ
MTV-ისა
და
Sky Sport_ის
არხების
მიხედვით.
ამასთან
დაკავშირებით
კასტელსი
ახდენს
მაკლუენის
ცნობილი
განსაზღვრების
პერიფრაზირებას
და
წერს,
რომ
Message is the medium [(საშუალება თავად არის გზავნილი (მესიჯი)], რამდენადაც მედია ეწევა იმის ტრანსლირებას, რასაც ითხოვენ
აუდიტორიის
განსხვავებული
სეგმენტები.
ამას
იწვევს სატელევიზიო რესურსების გლობალური ინტეგრაცია (მაგალითად მერდოკის News Corporation), რომელიც
აუდიტორიის
განსხვავებულ
ბაზრებს
კასტომიზირებული
და
დივერსიფიცირებული
პროგრამებითა
და
არხებით
უზრუნველყოფს.
კასტელსი განსაკუთრებით აღნიშნავს ცხოვრების საშინაო წესის ზრდის ტენდენციას, რაც დასვენებასა და გართობაზე ორიენტირებული მსგავსი ტექნოლოგიების
დანერგვასთან
არის
დაკავშირებული.
ეს
გვემუქრება
საერთო
კულტურის
დაკარგვით,
რომელსაც
იცავდა
და
ამაგრებდა
საერთო
ეროვნული
ტელემაუწყებლობა.
უფრო
ცუდის
მანიშნებელია
ის,რომ
,,თუმცა
მედია
საშუალებები
... ახლა
ერთმანეთს
შორის
გლობალური
მასშტაბით
არის
დაკავშირებული,
ჩვენ
უკვე
ვცხოვრობთ
არა
გლობალურ
სოფელში,
არამედ
იზოლირებულ,
გამოყოფილ,
კასტომიზირებულ
კოტეჯებში,
რომელთა
წარმოებაც
და
განაწილებაც
ლოკალიზებულია”.
თუმცა კასტელსს საპირისპირო ტენდეციების არსებობაც არ ავიწყდება. ინტერნეტი იმით, რომ ,,ტექნოლოგიურად და კულტურულად
დამახასიათებელ
ინტერაქტიულობისა
და
ინდივიდუალიზაციის
თვისებებს~
ფლობს,
ელექტრონული
საზოგადოებების
შექმნას
უწყობს
ხელს,
რომლებიც ადამიანებს კი არ ყოფს ერთმანეთისაგან,არამედ აკავშირებს
კიდეგ
მათ.
ამ
მხრივ
ყველაზე
დამახასიათებელი
გამოთქმა
გვაუწყებს:
,,ინტერნეტი
ელექტრონულ
აგორად
იქცევა”,
რაც
,,ინტერაქტიული
საზოგადოების”
შექმნის
მაუწყებელია.
როგორც უკვე ვთქვით, კასტელსი ფიქრობს, რომ ქსელში ჩართულობა _ თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი
მონაწილეობის
პირობაა.
ამით
მტკიცდება,
რომ
იკტ-ს მისაწვდომობა
და
პირველ
რიგში
ინტერნეტში
ჩართულობა,
ინფორმაციულ
(საზოგადოებაში)
ეპოქაში
მოქალაქეობის
უფლებას
განსაზღვრავს.
ადამიანებს
შორის
კავშირების
მზარდი
შესაძლებლობების
თაობაზე
თავისი
ენთუზიაზმის
მიუხედავად,
კასტელსს
აშინებს
ის,
რომ
თუ
ამ
ურთიერთობების
მთავარი
შემადგენელი
გართობა
გახდება,
მაშინ ინტერაქტიული ურთიერთობების წარმართველი
ინდივიდები
კი
არა,
ცენტრალიზებული
ძალები
იქნებიან.
უფრო
მეტიც
კასტელსი
ამტკიცებს,
რომ
,,სისტემაში
ჩართვის
ფასი
გახდება
მისი
ლოგიკისადმი,
ენისადმი,
მისი
,,გამსვლელი
ქულისადმი”,
მისი
კოდირებისა
და
დეკოდირებისადმი
ადაპტაციის
მოთხოვნა’. ინფორმაციულ_კომუნიკაციური ტექნოლოგიების დანერგვის
კულტურული
ეფექტი
გაცილებით
სერიოზული
აღმოჩნდება,
ვიდრე
უფრო
დემოკრატიული
კომუნიკაციის
მარტივი
შესაძლებლობაა.
No comments:
Post a Comment