საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში (1922-91) კომუნისტური ქვეყნები მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიებს. XX საუკუნეში სოციალისტური ბანაკის შემადგენლობა ასეთი იყო: აღმ.გერმანია, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ავღანეთი, კამბოჯა, მონღოლეთი, სამხრეთ იემენი, ანგოლა, ბენინი, ეთიოპია, კონგო, მოზამბიკი, სომალი, საბჭოთა კავშირი და იუგოსლვაია.
თანამედროვე მსოფლიოში კომუნისტური ქვეყნების მხოლოდ 5 ეგზემპლიარია შემორჩენილი. ესენია:
1. ჩინეთი
- 1949 წელს ჩინეთს სათავეში ჩაუდგა მაო ძედუნი, რომელმაც გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ქვეყნის მართველი ძალა გახდა კომუნისტური პარტია. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩინეთი რჩება კომუნისტურ ქვეყნად, მიუხედავად გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა. ჩინეთს "წითელ ჩინეთსაც" უწოდებენ.
2. კუბა
- 1959 წლის რევოლუციის შედეგად კუბის ხელისუფლების სათავეში ფიდელ კასტრო მოვიდა. 1961 წლისათვის კუბა მთლიანად კომუნისტური ქვეყანა გახდა და დაამყარა მჭიდრო კავშირები საბჭოთა კავშირთან.
3. ლაოსი
- ლაოსი (ოფიციალურად ლაო-ს სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) კომუნისტური ქვეყანა გახდა 1975 წელს ვიეტნამისა და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით მომხდარი რევოლუციის შედეგად.
4. ჩრდილოეთი კორეა
- კორეა, რომელიც იაპონიის მიერ იყო დაპყრობილი II მსოფლიო ომის დროს, ომის შემდეგ გაიყო აშშ-ს სამხრეთად და საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ კორეად. მიუხედავად საბჭოთა მართველობისა 1945 წლიდან, ჩრდილოეთ კორეა 1948 წლამდე არ გამხდარა კომუნისტური ქვეყანა.
5. ვიეტნამი
- პირველი ინდოჩინური ომის შემდეგ ვიეტნამი გაიყო ორად 1954 წელს. ჩრდილოეთ ვიეტნამი იყო კომუნისტური და მხარდაჭერილი საბჭოთა კავშირის მიერ, ხოლო სამხრეთი იყო დემოკრატიული და მხარდაჭერილი აშშ-ს მიერ. ომის შედეგად, რომელიც ორი ათეული წელი გაგრძელდა, ვიეტნამი გაერთიანდა 1976 წელს და გახდა კომუნისტური ქვეყანა.

No comments:
Post a Comment