მსოფლიო მხოლოდ სოფელი რომ იყოს, ყოველი 100 ადამიანიდან:
- 1 სოფლელს ექნებოდა შიდსი, 26 იქნებოდა მწეველი, 14 მსუქანი.
- 61 სოფლელი იქნებოდა აზიელი (მათ შორის 20 ჩინელი და 17 ინდოელი), აფრიკელი იქნებოდა 14, ევროპელი - 11, ლათინური და სამხრეთ ამერიკელი 9, ჩრდ.ამერიკელი -5, ავსტრალიიდან, ოკენანეთიდან და ანტარქტიდიდან არცერთი სოფლელი არ იქნებოდა.
- 18 სოფლელი იქნებოდა წერა-კითხვის უცოდინარი, მაგრამ 33 სოფლელს ექნებოდა მობილური ტელეფონი და 16 იქნებოდა ინტერნეტში ჩართული.
- 27 სოფლელი იქნებოდა 15 წლამდე ასაკის და მხოლოდ 7 იქნებოდა 64 წელს გადაცილებული.
- ქალებისა და კაცების რაოდენობა თანაბარი იქნებოდა.
- 18 სოფლელი ივლიდა ავტომობილით.
- 33 სოფლელი იქნებოდა ქრისტიანი, 20 იქნებოდა მუსლიმანი, ინდუსი - 13, ბუდისტი - 6, ათეისტი - 2, არარელიგიური - 12, დარჩენილი 14 სოფლელი კი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი.
- 30 სოფლელი იქნებოდა დაუსაქმებელი, ხოლო დასაქმებული 70 სოფლელიდან: 28 იქნებოდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, 14 იქნებოდა მრეწველობაში, დარჩენილი 28 კი - მომსახურების სფეროში. 53 სოფლელი დღეში 2 დოლარზე ნაკლებით იარსებებდა.- 1 სოფლელს ექნებოდა შიდსი, 26 იქნებოდა მწეველი, 14 მსუქანი.