2011 წლის მაისში გაეროს მოსახლეობის კვლევის განყოფილებამ გამოაქვეყნა მოხსენება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით 2100 წლისათვის. მონაცემები ეხება როგორც მთლიანად ჩვენს პლანეტას, ასევე ცალკეულ ქვეყნებს. გაეროს ექსპერტების ვარაუდით მსოფლიო მოსახლეობა საუკუნის ბოლოს 10.1 მილიარდი ადამიანი იქნება (თუ ფერტილურობა მოსალოდნელ დონეს გადაჭარბებს შესაძლებელია მოსახლეობის რიცხვი 15.8 მილიარდიც გახდეს).
2100 წლის მოსალოდნელი მდგომარეობა:
- ინდოეთი - 1,550,899,000
- ჩინეთი - 941,042,000
- ნიგერია - 729,885,000
- აშშ - 478,026,000
- ტანზანია - 316,338,000
- პაკისტანი - 261,271,000
- ინდონეზია - 254,178,000
- კონგო - 212,113,000
- ფილიპინები - 177,803,000
- ბრაზილია - 177,349,000
- უგანდა - 171,190,000
- კენია - 160,009,000
- ბანგლადეში - 157,134,000
- ეთიოპია - 150,140,000
- ერაყი - 145,276,000
- ზამბია - 140,348,000
- ნიგერი - 139,209,000
- მალავი - 129,502,000
- სუდანი - 127,621,000
- მექსიკა - 127,081,000
გაეროს კვლევებიდან ჩანს, რომ ჩვენი პლანეტა XXII საუკუნეს აფრიკელების საკმაოდ გაზრდილი რაოდენობით შეხვდება. მოსახლეობის რაოდენობით აფრიკის ლიდერი ქვეყანა - ნიგერია ამ პერიოდისათვის აშშ-ს თითქმის 250 მილიონი ნიგერიელით ჩამოიტოვებს:) ლიდერი ქვეყანა გახდება ინდოეთი.
2100 წლისათვის პირველ ოცეულში აფრიკის 10 სახელმწიფო იქნება,მაშინ როცა 2010 წელს ამ ოცეულში მხოლოდ 5 სახელმწიფო შედის. ოცეულიდან ამოვარდება რუსეთი, გერმანია, იაპონია, ირანი, თურ
ქეთ და ეგვიპტე.
ქეთ და ეგვიპტე.
მსოფლიო მოსახლეობის რუკა (2010 წელი) |
No comments:
Post a Comment