„კავკასია,ჩემო სამშობლოვ, მე შენ არასოდეს დაგივიწყებ!“ - ჩერქეზული გამოთქმა -
ჩერქეზები ანუ ადიღეელები ისტორიულად ცხოვრობდნენ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე, სანამ აქ მოვიდოდა რუსეთის ცარისტული იმპერია და შეავიწროვებდა მკვიდრ ხალხებს. „ჩერქეზები“ წარმოადგენს 12 სხვადასხვა ტომისსაერთო სახელწოდებას. ჩერქეზების დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი სწორედ შემადგენელი ტომების რაოდენობას გამოსახავს.
რუსეთის კავკასიური ომების შემდეგ (1817-1864წწ),XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩერქეზებმა საკუთარი მიწა დატოვეს დაგადასახლდნენ ერთმორწმუნე ოსამლეთის იმპერიაში, ბალკანეთის გავლით ისინი მოხვდნენ ანატოლიაში. ოსმალებმა მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად მოახდინა ამ ხალხის დასახლება თავის მფლობელობაში შემავალ სხვადასხვატერიტორიებზე.შეიძლება ითქვასიგივე პრინციპით, როგორც რუსეთისიმპერია ან საბჭოთა კავშირი ასახლებდა საქართველოში სხვადასხვა ეთნოსებს. მათი ერთად კონსოლიდირება არ აწყობდა იმპერიას და გადაწყვიტა მათი დაყოფა. ამ პერიოდში ახლო-აღმოსავლეთის მიწები ოსმალების მიერ იყო დაპყრობილი და ჩერქეზების გარკვეული ნაწილი სირიისა და ლიბანის გავლითპალესტინის უკიდურეს ჩრდილოეთშიც, - გალილეაშიც მოხვდნენ. დღეს აქ ისრაელის სახელმწიფო მდებარეობს და მუჰაჯირიჩერქეზების შთამომავლები ისრაელის ებრაულ და არაბულ მოსახლეობასთან ერთად ქმნიან საკმაოდ წარმატებულმულტიკულტურულ საზოგადოებას, მათ ერთმანეთთან ინტეგრაცია არ გასჭირვებიათ. პირველი ალიას დროს რუსეთის ებრაელები ჩერქეზული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე დასხლდნენ. მათი კომუნიკაცია რუსული ენის ცოდნამ გაამარტივა და დღემდე შესანიშნავი ურთიერთობას ინარჩუნებენ მეზობელ ებრაულ და ასევე, არაბულ მოსახლეობასთან. ჩერქეზი ბავშვები დაწყებით სკოლებში ეუფლებიან ებრაულ, არაბულ და ინგლისურ ენებს და ამავე დროს არ ივიწყებენ მშობლიურენას.დღეისათვის ისინი ისრაელის სრულუფლებიან მოქალაქეებად ითვლებიან და ჩერქეზი ახალგაზრდები ისრაელის ჯარშიც მსახურობენ ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად. ებრაელებსა და არაბებს შორის არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩერქეზებსმონაწილეობა არ მიუღიათ. მათი აზრით, ეს იყო სემიტ ძმებს შორის დაპირისპირება და კავკასიელებიამ პროცესში არ უნდა ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი მუსლიმანურიაღმსარებლობისა. ეს ფაქტი ისრაელის ეთნოპოლიტიკურ მეხსიერებაში დადებითად აისახა.
ებრაელებს, რომელთაც 26 საუკუნის მანძილზე სახელმწიფო არ ჰქონდათ და გაბნეულნი იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში,არასდროსჰქონიათ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩერქეზებთან. ეთნოსებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმებს გააჩნიათ სოლიდარობისა და თანადგომის გრძნობა მსგავსი ბედის მქონე უცხო ხალხის მიმართ. მათ საერთო გამოცდილება აერთიანებთ ჩერქეზებთან, რომელთაც არსებობის მანძილზე საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონიათ. ჩერქეზებისა და ებრაელების ისტორიული გამოცდილებამაგალითად უნდა აიღოს ყველა იმ ეთნოსმა, რომელიც სათანადოდ ვერ აფასებსავად თუ კარგად საკუთარ სახელმწიფოში ცხოვრებას.
ჩერქეზმა დევნილებმა ისრაელის ტერიტორიაზე,გალილეაში დაარსეს პატარა სოფლები კაფარ კამა(დაარსება: 1876 წელი) და რეჰანია(დაარსება: 1873 წელი), ხოლო მესამე -ჰადერა, გავრცელებული ეპიდემიის გამო დღეისათვის დაუსახლებელია.ისრაელის ჩერქეზების რაოდენობა დაახლოებით 3500 ადამიანს შეადგენს. რამოდენიმე ოჯახი კი გაბნეულიაისრაელის სხვადასხვა ქალაქებში, თუმცა ისინი კომპაქტურ დასახლებებს არსად არ ქმნიან.გალილეაში დასახლებულმა ჩერქეზებმა ახალ გარემოში გააცოცხლესწინაპართატრადიციები და ცხოვრების წესი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურა და ეროვნული სული.
ჩერქეზებით დასახლებული ეს მხარე, შეიძლება ითქვას, ისრაელში საკმაოდ საინტერესო ტურისტული ატრაქციაა. ჩერქეზების მიერ ათვისებულიეს ორი დასახლებული პუნქტი წარმოადგენს კავკასიის პატარა მუზეუმს ახლო-აღმოსავლეთში.მათი სოფლებიც ტრადიციულ ჩერქეზულ სტილშია აგებული, ორივე სოფლის ცენტრში აღმართული აქვთ მეჩეთი, სადაც სალოცავად იკრიბებიან. ისინი ცხოვრობენ საკუთარ კავკასიაში და ოცნებობენ საკუთარ მიწაზე დაბრუნებაზე.
ცნობილია, რომ სამშობლოდან მოწყვეტა ადამიანში უფრო მეტად აძლიერებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ინსტიქტებსდა მართლაც, ისრაელის ჩერქეზები, მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, მთელი არსებით თამადობენ კავკასიური იდენტობის შენარჩუნების საქმეს და „დიდი ჩერქეზეთის იდეას“სხვა ჩერქეზულ დიასპორებთან შედარებითწარმატებით ემსახურებიან.
No comments:
Post a Comment