Saturday, October 29, 2011

მუსულმანთა დემოგრაფიული პერსპექტივები ევროპასა და აშშ-ში

თუკი საიმიგრაციო პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები არ მოხდება, 2030 წლისთვის  ევროპელების დაახლოებით 8% (საერთო ჯამში 58.2 მილიონი) ისლამის მიმდევარი იქნება. დღეს მათი რაოდენობა 4%-ია (44.1 მილიონი). მუსულმანური მოსახლეობის ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით მცირდება და სულ უფრო უტოლდება არა მუსულმანების ზრდის ტემპს. დღეს ევროპაში მუსულმანი ქალი საშუალოდ 2.2 ბავშვს აჩენს (არა მუსულმანი – 1.5), 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებლები ევროპელ მუსულმანებში იქნება 2, ევროპელებში კი საშუალოდ 1.6 ბავშვი. მოსახლეობის კლების კიდევ ერთი მიზეზი ევროპის მუსულმანური მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა. 2010 წელს ევროპაში მუსულმანთა 26%-ის ასაკობრივი კატეგორია 15-დან 29-წლამდე იყო, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 21%-მდე დაეცემა.

   20 წლის შემდეგ ევროპელი მუსულმანების უმრავლესობა კვლავ აღმოსავლეთ-ევროპაში, ყოფილ ბალკანეთსა და რუსეთში იცხოვრებს. რუსეთი 2030 წლისთვისაც ის ევროპული ქვეყანა იქნება, რომელსაც ყველაზე დიდი მუსულმანური მოსახლეობა ეყოლება. ამერიკელი მკვლევარების აზრით, ყველაზე დიდი მატება მოსალოდნელია დასავლეთ და ჩრდილო-ევროპულ ქვეყნებში.
   ცალკეულ ჩრდილო და დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში არსებითი ცვლილებები მოხდება. დასავლეთ-ევროპაში (კვლევის თანახმად ამ ჯგუფში საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია შედის) მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობა 11.3 მილიონიდან 16.4 მილიონამდე გაიზრდება, პროცენტულ მაჩვენებლებში – 6%-დან 8%-მდე. ამერიკელი მკვლევარები ცალკეული ქვეყნების მონაცემებსაც აქვეყნებენ: საფრანგეთში 2030 წლისთვის 6.9 მილიონი მუსულმანი იცხოვრებს, მაშინ როდესაც 2010 წელს მათი რიცხვი 4.7 მილიონს აღწევდა. მუსულმანური მოსახლეობა გერმანიაში 4.1-მილიონიდან 5.5-მილიონამდე გაიზრდება. მართალია ზოგადად იტალიაში, ესპანეთში, შვედეთში, ბელგიასა და ავსტრიაში ნაკლები მუსულმანი ცხოვრობს, მაგრამ კვლევის შედეგების თანახმად მათი წილი უახლოეს მომავალში განსაკუთრებულად გაიზრდება.



   მეცნიერების აზრით, ჩრდილოეთ-ევროპაში, რომელსაც მიაკუთვნებენ დიდ ბრიტანეთსაც, მუსულმანური მოსახლეობა გაორმაგდება. აქ მუსულმანთა რიცხვი 3.8-მილიონიდან 7.5-მილიონამდე გაიზრდება. 2030 წლისთვის ამ რეგიონში მუსულმანების რაოდენობა დღევანდელი 3.8%-დან 7%-მდე გაიზრდება. დიდ ბრიტანეთში 5.6 მილიონი მუსულმანი იცხოვრებს, დღეს მათი რიცხვი 2.9 მილიონია. მუსულმანების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში 4.9%-დან 9.9%-მდე გაიზრდება.
   ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მეცნიერების აზრით ირლანდიას ელის – ამ ქვეყანაში 2030 წლისთვის მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობა 188%-მდე გაიზრდება, რადგან 2030 წლისთვის მაკედონიაში მუსულმანების რიცხვი 40%-ი გახდება (დღეს უკვე დაახლოებით 35%-ია).
   ამ პროცესის განვითარების შეფასებისას ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მუსულმანები ასწლეულების განმავლობაში წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ-ევროპის მოსახლეობის ნაწილს, მაშინ როდესაც დასავლეთ და ჩრდილოეთ-ევროპის შემთხვევაში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იქ ბოლო წლებში გადასახლდნენ, მაგრამ მიგრაცია მომავალში რუსეთშიც უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სამუშაოს ძიებაში რუსეთს  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ბევრი მუსულმანი ესტუმრება.
   კვლევაში ზუსტი მონაცემებია აშშ-ზე. არსებული მონაცემებით იქ მუსულმანების რაოდენობა 2030 წლისთვის ორჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და 2.6-მილიონიდან 6.2 მილიონს მიაღწევს, თუმცა მუსულმანების წილი შეერთებულ შტატებში 2030 წლისთვისაც უმნიშვნელო იქნება – დღეს მუსულმანი ამერიკელები 0.8%-ს შეადგენენ,  კვლევის თანახმად 2030 წლისთვის, ეს ციფრი 1.7%-მდე გაიზრდება. New York Times-ს ავტორიტეტული პრისტონის უნივერსიტეტის სპეციალისტის და Pew Research Center-ის ემანეი ჯამალის მოსაზრება მოჰყავს, რომელიც ახალი კვლევის მნიშვნელობას შემდეგნაირად აფასებს: „არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მალე მუსულმანები მთელს დედამიწას მოედებიან, რომ ისინი უმრავლესობა გახდებიან ევროპაში და შემდეგ შეერთებულ შტატებშიც“, თუმცა ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს აბსოლუტურად არარეალისტური სცენარია. „მე ვსვამ კითხვას, საიდან მოდის ეს ისტერია?“ – დასძენს იგი

No comments:

Post a Comment