Wednesday, November 16, 2011

XX საუკუნის კონფლიქტები და მსხვერპლები

მსოფლიო ისტორიის ფურცლები განუწყვეტელი და სისხლისმღრელი ომის ქრონიკებითაა შედგენილი, რომელიც განსხვავებული მიზეზებით, ტერიტორიული გამოვლინებებითა და მასშტაბებით გამოირჩევა. ანტიკური პერიოდიდან დღემდე იხვეწებოდა ომის წარმოების ტექნოლოგიები, რომელიც ამ არაჰუმანურ მოვლენას უფრო სასტიკს ხდიდა. გარკვეული ჯგუფების მზარდი ამბიციები გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის  შესაბამისად ადამიანური მსხვერპლის მზარდი რაოდენობით გამოიხატებოდა და ამ მხრივ XX საუკუნე ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. საუკუნის მანძილზე მომხდარ სამოქალაქო/ლოკალურ თუ ერთაშორის ომებს, რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ განხორციელებულ წმენდას/გენოციდს, რევოლუციებსა თუ რეპრესიებს მსოფლიო მაშტაბით შეეწირა დაახ. 160 მილიონი ადამიანის სოცოცხლე. ქვემოთ გთავაზობთ XX საუკუნის კონფლიქტების/ომების/გენოციდების ქრონოლოგიას მიახლოებითი მსხვერპლის (ზუსტი რიცხვების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია) თანხლებით. პოსტის მიზანია გეოგრაფიის ჩვენება და არა კონფლიქტების დეტალური აღწერა (ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს არა აქვს სრულყოფილობის პრეტენზია, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოტოვებული აღმოჩნდეს რომელიმე თქვენთვის ცნობილი კონფლიქტიც).


  • 1899-02 ბრიტანეთ-ბურების ომი (100,000)
  • 1899-03 კოლუმბიის სამოქალაქო ომი (120,000)
  • 1899-02 ფილიპინები-აშშ (20,000)
  • 1903 ოსმალეთსა და მაკედონიის მეამბოხეთა შორის (20,000)
  • 1904 გერმანია-ნამიბია (65 ათასი)
  • 1904-05 იაპონია-რუსეთი (150 ათასი)
  • 1910-20 მექსიკის რევოლუცია (250 ათასი)
  • 1911 ჩინეთის რევოლუცია (2,4 მილიონი)
  • 1911-12 იტალია-ოსმალეთი (20 ათასი)
  • 1912-13 ბალკანეთის ომი (150 ათასი) 
  • 1915 სომხების "ამოხოცვა/გენოციდი" ოსამლეთის იმპერიაში (ოფიც. 1.2 მილიონი, რეალურად ბევრად ნაკლები)
  • 1915-20 ასირიელების "ამოხოცვა/გენოციდი" ოსმალეთის იმპერიაში (500 ათასი)
  • 1916-23 პონტოელი ბერძნების (350 ათასი) და ანატოლიის ბერძნების (480 ათასი) "ამოხოცვა/გენოციდი" ოსმალეთის იმპერიის მიერ
  • 1914-18 პირველი მსოფლიო ომი (20 მილიონი)
  • 1916 ყირგიზების ამბოხება რუსების წინააღმდეგ (120 ათასი)
  • 1917-21 ბოლშევიკური რევოლუცია (5 მილიონი)
  • 1917-19 საბერძნეთ-თურქეთი (45 ათასი)
  • 1919-21 პოლონეთ-საბჭოთა კავშირი (27 ათასი)
  • 1928-37 ჩინეთის სამოქალაქო ომი (2 მილიონი)
  • 1931 იაპონია-მანჯურიის ომი (1,1მილიონი)
  • 1932-33 საბჭოთა კავშირი-უკრაინა (10 მილიონი)
  • 1932-35 ბოლივია-პარაგვაი "Guerra del Chaco"(117 ათასი)
  • 1934 მაო ძედუნის Long March (170 ათასი)
  • 1936 იტალიის შეჭრა ეთიოპიაში (200 ათასი)
  • 1936-37 სტალინური რეპრესიები (13 მილიონი)
  • 1936-39 ესპანეთის სამოქალაქო ომი (600 ათასი)
  • 1937-45 იაპონიის შეჭრა ჩინეთში (500 ათასი)
  • 1939-45 მეორე მსოფლიო ომი (55 მილიონი; ჰოლოკოსტისა და ჩინეთის რევოლუციის ჩათვლით)
  • 1946-49 ჩინეთის სამოქალაქო ომი (1,2 მილიონი)
  • 1946-49 საბერძნეთის სამოქალაქო ომი (50 ათასი)
  • 1946-54 საფრანგეთ-ვიეტნამის ომი (600,000)
  • 1947 ინდოეთისა და პაკისტანის გაყოფა (1 მილიონი)
  • 1947 ტაივანის აჯანყება კუმინტანგის (Kuomintang) წინააღმდეგ (30,000)
  • 1948-58 კოლუმბიის სამოქალაქო ომი (250,000)
  • 1948-1973 ისრაელ-არაბების ომ(ებ)ი (70,000)
  • 1949- ინდოელი მუსლიმებისა და ინდუსების დაპირისპირება (20,000)
  • 1949-50 ჩინეთ-ტიბეტის ომი (1,2 მილიონი)
  • 1950-53 კორეის ომი (3 მილიონი)
  • 1952-59 მაუ მაუს აჯანყება კენიაში (20,000)
  • 1954-62 საფრანგეთ-ალჟირის ომი (368,000)
  • 1958-61 მაოს "დიდი ნახტომი":) - Great Leap Forward (38 მილიონი)
  • 1960-96 გვატემალას სამოქალაო ომი (200,000)
  • 1961-98 ინდონეზია-დასავლეთ პაპუა (100,000)
  • 1961-2003 დაპირისპირება ქურთებსა და ერაყელებს შორის (100,000)
  • 1964-73 აშშ-ვიეტნამის ომი (3 მილიონი)
  • 1965 ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი ქაშმირისათვის 
  • 1965-66 ინდონეზიის სამოქალაქო ომი (250,000)
  • 1966-69 მაოს "კულტურული რევოლუცია" (11 მილიონი)
  • 1966- კოლუმბიის სამოქალაქო ომი (31,000)
  • 1967-70 ნიგერიის სამოქალაქო ომი (800,000)
  • 1968-80 როდეზიის სამოქალაქო ომი (?)
  • 1969-79 Idi Amin, უგანდა (300,000)
  • 1969-02 IRA -ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო ომი (2,000)
  • 1971 პაკისტან-ბანგლადეშის სამოქალაქო ომი (500,000)
  • 1972- ფილიპინელებსა და მუსლიმ სეპარატისტებს შორის დაპირისპირება (150,000)
  • 1972 ბურუნდის სამოქალაქო ომი
  • 1972: ბურუნდის სამოქალაქო ომი (300,000) 
  • 1972-79: როდეზიის (ზიმბამბვე) სამოქალაქო ომი (30,000) 
  • 1974-91: ეთიოპიის სამოქალაქო ომი (1,000,000) 
  • 1975-78: Menghitsu, Ethiopia (1.5 million) 
  • 1975-79: Khmer Rouge, Cambodia (1.7 million) 
  • 1975-89: Boat people, Vietnam (250,000) 
  • 1975-90: ლიბანის სამოქალაქო ომი (40,000) 
  • 1975-87: ლაოსის სამოქალაქო ომი (184,000) 
  • 1975-2002: ანგოლის სამოქალაქო ომი (500,000) 
  • 1976-83: არგენტინის სამხედრო რეჟიმი (20,000) 
  • 1976-93: მოზამბიკის სამოქალაქო ომი (900,000) 
  • 1976-98: ინდონეზია-აღმოსავლეთ ტიმორის სამოქალაქო ომი (600,000) 
  • 1976-2005: ინდონეზიის სამოქალაქო ომი (12,000) 
  • 1977-92: სალვადორის სამოქალაქო ომი (75,000) 
  • 1979: ვიეტნამ-ჩინეთის ომი (30,000) 
  • 1979-88: საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში (1.3 million) 
  • 1980-88: ირან-ერაყის ომი (1 million) 
  • 1980-92: პერუს სამოქალაქო ომი (69,000) 
  • 1984-: დაპირისპირება ქურთებსა და თურქებს შორის (35,000) 
  • 1981-90: Nicaragua vs Contras (60,000) 
  • 1982-90: Hissene Habre, Chad (40,000) 
  • 1983-: შრი-ლანკას სამოქალაქო ომი (70,000) 
  • 1983-2002: სუდანის სამოქალაქო ომი (2 million) 
  • 1986-: ინდოეთის ქაშმირის სამოქალაქო ომი (60,000) 
  • 1987-: პალესტინური იტიფადა (4,500)-იხ.ქვემოთ 
  • 1988-2001: ავღანეთის სამოქალაქო ომი (400,000) 
  • 1988-2004: სომალის სამოქალაქო ომი (550,000) 
  • 1989-: ლიბერიის სამოქალაქო ომი (220,000) 
  • 1989-: Uganda vs Lord's Resistance Army (30,000) 
  • 1991: სპარსეთის ყურის ომი - კოალიციის ბრძოლა ერაყისგან ქუვეითის გასათავისუფლებლად (85,000) 
  • 1991-97: კონგოს სამოქალაქო ომი (800,000) 
  • 1991-2000: სიერა ლეონეს სამოქალაქო ომი (200,000) 
  • 1991-2009: რუსეთ-ჩეჩნეთის სამოქალაქო ომი (200,000)
  • 1991: აფხაზეთის ომი საქართველოში (15,000???) 
  • 1991-94: სომხეთ-აზერბაიჯანის ომი (35,000) 
  • 1992-96: ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი (50,000) 
  • 1992-96: იუგოსლავიური ომები (260,000) 
  • 1992-99: ალჟირის სამოქალაქო ომი (150,000) 
  • 1993-97: Congo Brazzaville's civil war (100,000) 
  • 1993-2005: ბურუნდუს სამოქალაქო ომი (200,000) 
  • 1994: რუანდას სამოქალაქო ომი (900,000) 
  • 1995-: კონფლიქტი სუნიტებსა და შიიტებს შორის პაკისტანში (1,300) 
  • 1995-: Maoist rebellion in Nepal (12,000) 
  • 1998-: Congo/Zaire's war - Rwanda and Uganda vs Zimbabwe, Angola and Namibia (3.8 million) 
  • 1998-2000: ეთიოპია-ერიტრეას ომი (75,000) 
  • 1999: კოსოვოს გამანთავისუფლებელი? ბრძოლა - სერბეთი ნატოს წინააღმდეგ (2,000) 
  • 2001-: ავღანეთის გამანთავისუფლებელი? ბრძოლა - აშშ და დიდი ბრიტანეთი თალიბების წინააღმდეგ (40,000) 
  • 2002-: კოტ-დ'იუარის სამოქალაქო ომი (1,000) 
  • 2003: მეორე ომი ერაყსა და აშშ-ს შორის - აშშ, დიდი ბრიტანეთი დაავსტრალია სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ (14,000) 
  • 2003-09: სუდანის "დარფურის" ომი (300,000) 
  • 2003-: ერაყის სამოქალაქო ომი (60,000) 
  • 2004-: დაპირისპირება სუდანსა და ერიტრეასშორის (?) 
  • 2004-: დაპირისპირება იემენსა და შიიტებს შორის (?) 
  • 2004-: დაპირისპირება ტაილანდსა და მუსლიმ სეპარატისტებს შორის (3,700)


ისრაელ-არაბების ომები

I  -  (1947-49): ებრაელი (6,373) და არაბი (15,000)
II -  (1956): ებრაელი (231) და ეგვიპტელი (3,000)
III - (1967): ებრაელი (776) და არაბი (20,000)
IV - (1973): ებრაელი (2,688) და არაბი (18,000)

I ინტიფადა "ქვათა ომი" (1987-92): 170 ებრაელი და1,000 პალესტინელი
II ინტიფადა "ალ-აქსას ინტიფადა" (2000-03): 700 ებრაელი და 2,000 პალესტინელი

ისრაელი-ჰამასის ომი (2008): 1,300 პალესტინელი



No comments:

Post a Comment