კონფლიქტის დაწყებიდან 2.7 მილიონი ადამიანი დარჩა უსახლ-კაროდ, ხოლო 300,000 ადამიანი გარდაიცვალა(გაეროს მონაცემები)
როგორ დაიწყო კონფლიქტი?
კონფლიქტი დაიწყო (განახლდა) 2003 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც "სუდანის გათავისუფლების არმიამ (SLA)" და "სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობამ (JEM)" დაიწყო შეიარაღებული შეტევები მთავრობის წინააღმდეგ. ისინი მთავრობას ადანაშაულებდნენ სუდანის შავ-აფრიკელ მოსახლეობაზე ზეწოლას და სუდანელი არაბების მხარდაჭერას.
კონფლიქტის ერთ მხარეს დგას სუდანის სამხედრო,პოლიცია და ჯანჯავედის არმია ( სუდანის არაბული მოსახლეობიდან დაკომპლექტებული არმია, რომელსაც ფარულ მხარდაჭერას უწევს სუდანის მთავრობა, რათა სამხრეთ სუდანის ტერიტორია გაწმინდონ შავი აფრიკელებისაგან), ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენენ - აჯანყებული ჯგუფები.
სამხრეთ სუდანში არის შავი მოსახელობა, რომელთაც სწამთ ნილოტურ-ორომოის წარმართობის, პროტესტანტობის და ისლამის. ჩრდილო სუდანში ცხოვრობენ მისრითის არაბები და ზანგები, ჩვეულებრივ არაბებზე შავები.
დარფურის მოქალაქეები
გაეროს მონაცემებით 2.7 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი და დღეს ისინი ცხოვრობენ კარვებში, დარფურის მთავარ ქალაქებში. დარფურელები აცხადებენ, რომ ჯანჯავედის არმია პატრულირებს მათი ბანაკების მიდამოებში და თუ მამაკაცები გაბედავენ წყლის ან შეშის მოსატანად ბანაკების ზონის დატოვებას, ისინი კლავენ, ხოლო ქალებს აუპატიურებენ.
200,000-მდე ადამიანმა დატოვა სუდანი და გადავიდნენ მეზობელ ჩადიში, სადაც მათი ბანაკები მოფენილია საზღვრიდან 600 კმ-ს ფარგლებში. ისინი აქ უსაფრთხოდ არიან სუდანის მხრიდან შეტევისგან.
ვინ არის დამნაშავე?
საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამ მოვლენებში დამნაშავედ სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ ბაშირს მიიჩნევს, რომელიც ფარულ მხარდაჭერას უწევს მთავრობის მომხრე ჯანჯავედების არმიას. საერთაშორისო სასამართლომ 2009 წელს გასცა დაკავების ორდენი სამხედრო და ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მონაწილე პირების წინააღმდეგ. დანაშაულების სიაში გენოციდის ბრალდების დამატების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.ომარ ალ ბაშირს საერთაშორისო დონეზე მთავარ ლობირებას უწევს ჩინეთი, რომელსაც გარკვეული ინტერესები გააჩნია ამ ქვეყნის ენერგო-რესურსებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომაც ჩინეთი ხშირ შემთხვევაში სარგებლოს საკუთარი ვეტოს უფლებითიმ სანქციებზე, რომელიც ალ ბაშირის წინააღმდეგაა მიმართული.
No comments:
Post a Comment