Monday, October 31, 2016

კასტელსის "ინფორმაციული კაპიტალიზმი"


ინფორმაციული საზოგადოება ემყარება ,,ინფორმაციონალიზმს“, რომელიც მანუელ კასტელსის აზრით, წარმოადგენს განვითარების წესს, რომლის დროსაც ნაყოფიერების (მწარმოებლურობის) ძირითადი წყარო ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე წარმოების ფაქტორთა გაერთიანებისა და გამოყენების ოპტიმიზაციის უნარი ხდება.
ინფორმაციული საზოგადოების არსებას ყველაზე უკეთ ინფორმაციული ტექნოლოგიის პარადიგმა გამოთქვამს, რომელსაც ხუთი ძირითადი ნიშანი ახასიათებს:
პირველიეს არის ტექნოლოგიები, რომლებიც ინფორმაციაზე ზემოქმედებენ. (ცოდნით ცოდნის მოპოვება)
მეორერამდენადაც ინფორმაცია წარმოადგენს მთელი ადამიანური საქმიანობის შემადგენელ ნაწილს, ამდენად ეს ტექნოლოგიები ყველა სფეროში გავლენით სარგებლობენ.
მესამე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამომყენებელი ყველა სისტემა, განსაზღრულია ,,ქსელური ლოგიკით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ზემოქმედება მოახდინონ, მრავალ ორგანიზაციასა და პროცესზე.
მეოთხეახალი ტექნოლოგიები ძალიან მოქნილია, რაც მათ საშუალებას აძლევს მუდმივად შეიცვალონ და ადაპტირდნენ.
მეხუთეცალკეულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ინფორმაციები, განსაკუთრებით, ინტეგრირებულ სისტემებად ერთიანდებიან.